საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა, რომელიც დღეს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მორიგ შეხვედრას ესწრებოდა, განაცხადა, რომ მიესალმება მმართველი პარტიის მხრიდან მოლაპარაკების მაგიდასთან საარჩევნო სისტემის ახალი შეთავაზებით მისვლას.
„მინდა აღვნიშნო, რომ ეს დიალოგი არის ამ ფორმატის ღირებულების კიდევ ერთი დემონსტრირება, რადგან ოპოზიციის წარმომადგენლები და მმართველი ძალა განიხილავენ პრობლემებს, გამოწვევებს, რომლებსაც ამ კრიტიკულ სიტუაციაში ვხვდებით.
მე მივესალმები ფაქტს, რომ მმართველი პარტია მოლაპარაკების მაგიდასთან საარჩევნო სისტემის ახალი შეთავაზებით მოვიდა. მხარეებმა ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით გაცვალეს აზრები. დღეს შეთანხმება არ მიღებულა, თუმცა ყველა დაეთანხმა იმას, რომ დიალოგი იანვარში გაგრძელდეს. უნდა გაგრძელდეს სერიოზული მუშაობა და მხარეების მხრიდან უნდა გამოვლინდეს კეთილი ნება, კომპრომისის სურვილი“, განაცხადა ელიზაბეთ რუდმა და დაამატა, რომ ქუჩაში გამოსვლების დროს კანონის უზენაესობა დაცული უნდა იყოს.
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციას 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციული წესით 100 დეპუტატის, მაჟორიტარული წესით კი, 50-ის არჩევას სთავაზობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.