გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ შეთავაზება „არასერიოზული და აბსოლუტურად მიუღებელია“ და „პროტესტი გაგრძელდება“
20-12-2019, 13:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიერ დღევანდელ შეხვედრაზე გაკეთებული შეთავაზება „არასერიოზულია“ და ხელისუფლების წინადადება არის „აბსოლუტურად მიუღებელი“, აქედან გამომდინარე კი „პროტესტი გაგრძელდება, სანამ სამი მოსმენით არ იქნება მიღებული ისეთი სისტემა, რომელიც დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეს“.

 


„არ მესმის ამ წინადადების მოტანის აზრი. მოიტანეს წინადადება, რომ 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს სისტემით – 50 მაჟორიტარი დეპუტატი, 100 პროპორციული დეპუტატი და არამარტო 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს ასე, არამედ საქართველოში ყველა დანარჩენი არჩევნებიც უსასრულობამდე. ამისთანა არასერიოზულობა არ მინახავს. ეს წინადადება აჩვენებს, როგორ წვალობენ, დიალოგს თავს ვერ ანებებენ, საერთაშორისო მედიატორებს ვერ ეუბნებიან მონაწილეობაზე უარს. ესმით, რომ კომპრომისი მათგან უნდა წამოვიდეს და ისიც ესმით, რომ საზოგადოებაში საშინელი კრიზისია. არ ვიცი, როდის გაგრძელდება მოლაპარაკება. სიმართლე გითხრათ, ჯობია მოლაპარაკებები ამ ოთახში, ვიდრე დაპირისპირება ქუჩაში, მაგრამ ერთი რაღაც მმართველმა გუნდმა უნდა გაიგოს, ჩვენ მხარდამჭერებს და საერთოდ საქართველოს ამომრჩევლებს ვერასდროს ავუხსნით, თუ დავთანხმდებით რამეს. ნუ, იქნება ისეთი სისტემა, რომელიც სახელმწიფოში შეინარჩუნებს ერთპიროვნულ მმართველობას. პროტესტი გაგრძელდება, სანამ სამი მოსმენით არ იქნება მიღებული ისეთი სისტემა, რომელიც დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეს“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციას 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციული წესით 100 დეპუტატის, მაჟორიტარული წესით კი, 50-ის არჩევას სთავაზობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი