იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია „ქართული ოცნების“ შეთავაზებაზე უნდა დაფიქრდეს. თეა წულუკიანის თქმით, სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა კრიზისების წყაროდ შეიძლება, იქცეს.
„მოდით, ამგვარი მუქარის შემცველი განცხადებები საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ ემოციებს დავაბრალოთ და კონსტრუქციულ რეჟიმში კვლავ დაველოდებით შემდეგ შეხვედრას, თუ ამგვარი იქნა - ყოველ შემთვევაში, ჩვენი მხრიდან ამის მზაობა არის.
მესმის, რომ დღეს ემოციურად იყვნენ განწყობილნი, მაგრამ იმედი მაქვს, დაფიქრდებიან და შეიცვლიან პოზიციას, რომელიც არის განკითხვის დღის მოწყობის მუქარა. ვერავითარ განკითხვის დღეს ვერ მოაწყობენ, ასეთი დღეები მათ წინა წლებში მოუწყვეს ქართველ ხალხს, თუმცა ხელისუფლებაში კიდევ ერთხელ ვერ მოვლენ, რომ ხალხს განკითხვის დღე მოუწყონ.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ოპოზიცია ამ შეთავაზებაზე უნდა დაფიქრდეს, ამ მოდელზე თუ შევთანხმდებით, რომელიც უფრო მეტად პროპორციულია, მან უნდა იმოქმედოს 2020 წლის არჩევნების შემდეგაც“, - განაცხადა წულუკიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.