პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილი პარლამენტის მიერ "ეროვნულ ბანკთან" დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის შენიშვნების გაუთვალისწინებლობას გამოეხმაურა.
"სამწუხაროა, რომ არ იქნა გაზიარებული პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები. ორმაგად სამწუხაროა, რომ თავდაპირველი კანონის მოტივი, რომელიც ითვალისწინებდა ეროვნული ბანკიდან ზედამხედევლობის გატანას, იყო უარგუმენტო. ასევე ვეტოს დაძლევის პროცესში იყო აბსოლუტურად ნული არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ შეიძლებოდა გაზიარებულიყო პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები. პირიქით, შენიშვნები გვაძლევდა შესაძლებლობას, თავიდან აგვეცილებინა რისკები, რომელიც დაიწყება კანონპროექტის ძალაში შესვლის მომენტიდან. რაც შეეხება კანონპროექტზე ხელის მოწერას, პრეზიდენტი კონსტიტუციით გათვლილ ვადებში მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.