გიორგი ვაშაძე: „ჩემი პოზიციაა, იანვრიდან დავიწყოთ საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა, „ქართულ ოცნებას“ უნდა მოვუწყოთ განკითხვის დღე“
20-12-2019, 13:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნება“ არის უმძიმეს დღეში, საერთაშორისო წნეხმა მიიღო სრულიად ახალი სტანდარტი და ხარისხი, – განაცხადა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საარჩევნო სისტემის შესახებ მმართველი გუნდის ახალ შეთავაზებაზებასთან დაკავშირებით.

 

 

ვაშაძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის შეთავაზება პრინციპულად ცვლის საარჩევნო მიდგომებს, საზოგადოების მოთხოვნა კი, პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა.

 

 

„საზოგადოების მოთხოვნაა, პროპორციულად იყოს წარმოდგენილი ყველა ძალა პარლამენტში და არა ის, რომ ვიღაცამ ივაჭროს, ვის მეტი ადგილი ექნება და ვის ნაკლები. ქვეყანაში არის მილიონი მშიერი ადამიანი. ამ ყველაფერს „ქართული ოცნება“ არაადეკვატურად პასუხობს. ჩემი პოზიციაა, რომ იანვრიდან დავიწყოთ საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა. „ქართულ ოცნებას„ უნდა მოვუწყოთ განკითხვის დღე იმ არაადეკვატური პასუხებისთვის, რაც ძალაუფლების ტკბობისგან გამომდინარე აქვთ. პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე არის ბიძინა ივანიშვილი და ეს ყველას უნდა ესმოდეს. მას აუცილებლად მოვუწყობთ განკითხვის დღეს ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ერთად, რომლებიც უკვე პირდაპირ და ღიად აცხადებენ, რომ ფინანსური სანქციები უნდა იყოს მასთან მიმართებაში“, – განცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

 

მისივე თქმით, დიალოგის ფორმატი დიპლომატების თხოვნით შენარჩუნდება.

 

 

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ აუცილებლად გვექნება წინსვლა, ველოდებით ეუთოს დასკვნას, რომელიც იქნება გარდამტეხი შემდეგ პროცესში”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი