დავით უსუფაშვილი: „დღეს ხელისუფლებამ გვითხრა, რომ პროპორციული არჩევნების გაუქმებაში დავეხმაროთ“
20-12-2019, 14:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს ხელისუფლებამ გვითხრა, პროპორციული არჩევნების საერთოდ გაუქმებაში მოგვეხმარეთო, – განაცხადა „შენების“ მოძრაობის ხელმძღვანელმა, დავით უსუფაშვილმა.

 

 

„ჩვენ მოლაპარაკებები დავიწყეთ იმისთვის, რომ პარლამენტში ჩავარდნილი პროპორციული სისტემის ადეკვატური რამე მოგვენახა. ამიტომ შევთავაზეთ ე.წ. გერმანული მოდელი, ქართულად ადაპტირებული. დღეს მაგიდაზე დევს შეთავაზება, რომელზეც ხელისუფლება ამბობს, რომ არ მოსწონს. დღეს დაიდო მაგიდაზე ხელისუფლების შეთავაზება, რომელიც საერთოდ სხვა სიბრტყეშია. ისინი გვეუბნებიან, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ გვაქვს, ამიტომ 2024 წლისთვის პროპორციულ არჩევნებს ვერ გავაუქმებთო“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

 

 

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მოლაპარაკების მაგიდასთან ხელისუფლებას სერიოზული დისკომფორტი აქვს, რადგან შექმნილი კრიზისის აღიარება უწევს.

 

 

„ჩვენ ვეუბნებით ხელისუფლებას, რომ საქმის გაფუჭებაში არ მოგეხმარებით. ჩვენ მზად ვართ, ერთად გავაკეთოთ საქმე. გაკეთება იქნება ის, რომ ჩვენ შევთანხმდებით პროპორციულ სისტემაზე ამ მოდელით ან რამე სხვა მოდელით. ჩვენც გვაქვს დრო რომ კიდევ ვიფიქროთ და არ შევეშვათ ამ საქმეს“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი