მმართველი გუნდის მიერ დღეს შემოთავაზებული წინადადება აბსოლუტურად არ არის კავშირში პროპორციულ სისტემასთან, აქ საუბარია, რომ მარადიულად დარჩეს შერეული მოდელი და ყოველი შემდგომი არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდეს, – განაცხადა პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა.
ინაშვილის თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაგრძელდება.
„ჩვენი პოლიტიკური გუნდი ლაპარაკობს იმაზე, რომ სწორედ 2020 წელს გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე, ეს არის ჩვენი მოთხოვნა. ამავდროულად ვსაუბრობთ, რომ შემოვიდეს დამატებითი ელემენტი, სავალდებულო გახდეს არჩევნებში მონაწილეობა, პლუს განხორციელდეს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება გახდეს სისხლის სამართლის კატეგორიის დანაშაული. ჩვენ მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის კი არ გვეშინია, რომ ვერ გავიმარჯვებთ, აქ პრობლემა ის არის, რომ ორჯერ გავიმარჯვე და ორჯერ წამართვეს გამარჯვება. მესამედ მინდა, რომ ქვეყანაში იყოს სხვა რეალობა, არა ის რაც მოხდა საგარეჯოში. ამიტომ, გაგრძელდება ეს დიალოგი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა წინადადება რჩება მაგიდაზე და ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესი. შემდეგი რაუნდი სავარაუდოდ, გაიმართება იანვარში ანუ ყველა წინადადება დევს მაგიდაზე და არის ძალაში“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.