მმართველი გუნდი რაღაც მანევრებს აკეთებს, რომელიც არ არის სერიოზული, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ წინადადებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა არ წარმოადგენს რეალურ ნაბიჯს, რის გამოც პროტესტი გაგრძელდება.
„გრძელდება რღვევები ივანიშვილის გუნდის შიგნით, არა იმიტომ, რომ მათ მიერ მოტანილი წინადადება სერიოზულად განხილვადია, სერიოზულად განხილვადიც არ არის, არამედ იმიტომ, რომ თამაშის წესს არ ცვლის არსებითად, თამაშის წესი უნდა შეცვლილიყო, პროპორციულობა არის აქ საკვანძო საკითხი. გარდა იმისა, რომ ნდობა არ არის და გარდა იმისა, რომ გაირკვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების რესურსი ჰქონიათ, საკონსტიტუციო ცვლილებების რესურსი თუ აქვთ, გერმანული მოდელი მივიღოთ კლასიკური, ჩვეულებრივი. ხომ თქვეს, რომ გერმანული მოდელი მოგვწონსო, ოღონდ კონსტიტუციის პრობლემა არისო. აქ არაფერი დამაჯერებელი არ არის და სანდოობა ნულია მათ მიმართ. ფაქტია, რომ ეს ხალხიც კი, ვინც ივანიშვილს ჰყავს აქ მოვლენილი და ივანიშვილიც კი ხვდებიან, როგორ მძიმე მდგომარეობაში არიან და ამიტომ რაღაც მანევრებს აკეთებენ, რომელიც არ არის სერიოზული. ეს აჩვენებს, რომ ნელ-ნელა ხვდებიან, როგორ მძიმე დღეში აღმოჩნდებიან, თუ ეფექტურ ნაბიჯს არ გადადგამენ. ეს არანაირი რეალური ნაბიჯი არ არის, მათ უნდა გადადგან რეალური ნაბიჯი და უკან უნდა წაიღონ შეურაცხყოფა, რაც ხალხს მიაყენეს. ეს ეგ ნაბიჯი არ არის, მაგრამ როგორც ჩანს, ნელ-ნელა მიხვდებიან. თუ ვერ მიხვდებიან, ქვეყნის შიგნით პროტესტი ხომ გაგრძელდება და გარეთაც იზოლაცია გაღრმავდება. მშვიდობიანი და მწვავე პროტესტი იქნება და კონკრეტული ფორმები ყველა კონკრეტულ ვითარებაში იქნება შერჩეული, ჩვენ რესურსებსაც დავზოგავთ, მოთმინებაც გვაქვს და შანსი არ აქვთ ამის საბოლოო ჯამში გაძლების“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.