საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2020 წელი ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად გამოაცხადა
20-12-2019, 16:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„2020 წელი ჩვენ გამოვაცხადეთ ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად. ჩემი ხედვა ეფუძნება მხოლოდ ჯარისკაცების კეთილდღეობას - ჯერ ჯარისკაცი და შემდეგ ყველაფერი დანარჩენი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „თავდაცვის მინისტრის 100 დღის ანგარიშის“ წარდგენისას.
„ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ის, ვინც იცავს ქვეყანას, იმსახურებს განსაკუთრებულ პატივისცემას. ძლიერი ჯარი არის ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 


მისი თქმით, თავდაცვის უწყების წარმომადგენლებსა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, მაქსიმალურად ძლიერი, ქმედითი და ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალების შექმნის მიზნით სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტებად განისაზღვრა ნატოს სტანდარტებით თავდაცვის ძალების მზადყოფნის ამაღლება და ჯარისკაცების სათანადო დაფასება.

 


მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ნატოს გენერალური მდივნის, ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების მინისტრების, ასევე აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლების შეფასებები, რომლის მიხედვითაც ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმი და სიმამაცე საყოველთაოდ აღიარებულია. „ჩვენი ჯარისკაცები ქვეყნის ღირსეული ელჩები არიან და ღირსეულად იცავენ მშვიდობას ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი განცხადებით, ამ 100 დღის განმავლობაში, უკვე გადაიდგა ნაბიჯები ჯარისკაცების საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი