სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია - საქართველოს თავდაცვის მინისტრი
20-12-2019, 16:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებისთვის 100 დღის ანგარიშის წარდგენისას თავდაცვის სამინისტროს ახალ საბინაო პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით, სამხედროებსა და მათ ოჯახებზე ზრუნვისა და მოტივაციის ამაღლების თვალსაზრისით, მათი საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

 


„ჩვენ განვაახლეთ აღნიშნული პოლიტიკა და შევეცადეთ არსებული პროექტის მოდიფიცირებას, გაუმჯობესებას. პროგრამა არსებითად უფრო ხელმისაწვდომი გავხადეთ ჯარისკაცებისთვის. კერძოდ, თუ ძველი პროექტით მათ უწევდათ ღირებულების 60%-ის გადახდა, ახალი პირობებით იმოქმედებს 50%-იანი თანამონაწილეობის პრინციპი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 


კერძო კომპანიის ნაცვლად, მშენებლობის პროცესში თავდაცვის უწყების სამშენებლო კომპანია ჩაერთვება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს თვითღირებულების ოდენობას. ამ თანხის გადასახდელად სამხედროებს შესაძლებლობა ექნებათ, საბანკო გარანტიების ნაცვლად, შიდა უპროცენტო განვადებით ისარგებლონ. წინასწარი გათვლით, საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის სავარაუდო ღირებულება იქნება 200 აშშ დოლარი. ამ პროექტით სამხედროებს შესაძლებლობა ექნებათ კვადრატული მეტრი, დახლოებით, 100 აშშ დოლარის ფარგლებში შეისყიდონ. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე პროექტი ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს შეეხება და ოფიცრები და სერჟანტები უპრეცედენტო შეთავაზებას მაქსიმალურად სამართლიანი კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ.

 


„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ოფიცრები და სერჟანტები ამ შეთავაზებით ისარგებლებენ მრავალი წლის განმავლობაში. ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია, ეს იქნება მრავალწლიანი პროექტი, რომელიც დამტკიცდება მინისტრის ბრძანების შესაბამისად და გახდება შეუქცევადი“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 


ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა და გუნდი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ვალდებულებების შესრულებას, მიუხედავად იმისა, თუ როდის არის ეს ვალდებულება აღებული და, შესაბამისად, 2007 წელს დადებული კონტრაქტით აღებული ვალდებულებები 2020 წელს სრულად შესრულდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი