„გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი საამაყო ჯარი. მინდა, თითოეულმა ჯარისკაცმა იცოდეს, რომ ყველა დაგეგმილ რეფორმას ჩვენ წარმატებით მივიყვანთ ბოლომდე და ერთად შევქმნით თავდაცვის მაქსიმალურად ქმედით სისტემას. ძალისხმევას არ დავიშურებთ ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარით!“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მინისტრობის 100 დღის ანგარიშის წარდგენისას.
ამ კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქართველ სამხედროებზე ზრუნვაზე არა მხოლოდ თავდაცვის ძალებში სამსახურის პერიოდში, არამედ მათთვის ღირსეული პირობების შექმნაზე სამსახურის ვადის ამოწურვის შემდეგაც. „აუცილებელია სამშობლოს წინაშე მრავალწლიანი სამხედრო სამსახურის შესაბამისი დაფასება. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს გვექნება კონკრეტული ხედვა და გეგმა, რომელსაც წარვუდგენთ საზოგადოებას“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 100-დღიანი მუშაობის შეჯამებისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.