ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის უწყების მთავარ ვალდებულებად დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა დაასახელა
20-12-2019, 16:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 100 დღის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშში ყურადღება ახალ, ჯარისკაცზე ორიენტირებულ სოციალურ პოლიტიკაზე გაამახვილა. თავდაცვის უწყების მთავარ ვალდებულებად და პრიორიტეტად კი, ირაკლი ღარიბაშვილმა დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა დაასახელა.

 


2020 წლის იანვრიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმებისა და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდებათ. „ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მათზე ზრუნვას და ფინანსურ მხარდაჭერას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 


დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვის პროცესში, მინისტრმა ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა და წეროვანის ახალი, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებაც ისაუბრა, რომელიც ამერიკული მხარის ფინანსური კონტრიბუციით აშენდა.

„კომპლექსი რეგიონში უნიკალური იქნება და თანამედროვე სამკურნალო-სარეაბილიტაციო და ადაპტირებული ინვენტარით აღიჭურვება. ცენტრი დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს დაეხმარება, როგორც ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციაში, ისე სპორტულ მომზადებაში შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის. მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ ამ ძალისხმევისთვის და გაწეული დახმარებისთვის. როგორც იცით, სამინისტრო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ერთად, წეროვანში, იანვარში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, მრავალპროფილური სარეაბილიტაციო კომპლექსის მშენებლობას დაასრულებს“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებისთვის ქართულმა მხარემ დაახლოებით მილიონი ლარი, ხოლო ამერიკულმა მხარემ 5 მილიონ დოლარამდე გაიღო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი