ჯარისკაცებისთვის ხელფასების ზრდის პროცესი 2020 წელსაც გაგრძელდება
20-12-2019, 16:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის მინისტრის ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი სამხედრო მოსამსახურეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების თემას დაეთმო. ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების ზრუნვის პროცესში, ღირსეული ანაზღაურება და ჯანმრთელობის დაზღვევის მაღალი სტანდარტი პრიორიტეტს წარმოადგენს: „1 ნოემბრიდან სამხედროებს ჩვენ ანაზღაურება წოდების მიხედვით 100-დან 500 ლარამდე გავუზარდეთ და ხელფასების ზრდის პროცესი 2020 წელსაც გაგრძელდება“ -აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 


2020 წელს, სამხედროების ჯანმრთელობის დაზღვევისთვის 22 მილიონი ლარი გამოიყოფა. მინისტრის განცხადებით, ჯარისკაცები განახლებული სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებენ. დაგეგმილია ამბულატორული, სტაციონარული, მედიკამენტოზური და სტომატოლოგიური სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებული სერვისების უზრუნველყოფა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში: „დაზღვევის პრობლემა ჯარში იდგა ძალიან მწვავედ. ამ საკითხის მოწესრიგება და გაუმჯობესება ჩვენ მოსვლის დღიდანვე მიზნად დავისახეთ. ჩემი დავალებით გაუმჯობესებული სადაზღვევო პირობებით ჯარისკაცებმა შეუზღუდავი მომსახურების მიღება ნებისმიერ კლინიკაში უნდა შეძლონ,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი