100 დღის მუშაობის შეჯამებისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო თანამშრომლობის კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება ნატოსთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კუთხით გადადგმულ ამბიციურ ნაბიჯებზე გაამახვილა.
ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებით გამოყო ის მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა, რაც საქართველოს მიმართ კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერის აქტში აისახა. „მოცემული პოლიტიკური მხარდაჭერის პრაქტიკული მაგალითია ერთი თვის წინ ჩემი ვიზიტი ამერიკაში და იქ გაფორმებული სამწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც ჩვენს უწყებასა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის გაფორმდა. ჩარჩო ხელშეკრულება კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს ამ ურთიერთობას და ხელს შეუწყობს ჯარის თავდაცვისუნარიანობის განვითარებას“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
აშშ-სთან თანამშრომლობაზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას (GDRP), რომელმაც მნიშვნელოვნად აამაღლა სამხედროების საბრძოლო მზადყოფნა. მისი თქმით, 2020 GDRP-ის ინსტიტუციონალიზაციის წელი იქნება. „მიღებული პრაქტიკული წვრთნებისა და შესაბამისი გამოცდილების საფუძველზე გავაძლიერებთ მართვისა და კონტროლის სისტემას. ასევე, ჩამოვაყალიბებთ თავდაცვის ძალების ინსტიტუციონალური მრავალწლიანი განვითარების მტკიცე საფუძველს“, - აღნიშნა მინისტრმა და განაცხადა, რომ დღევანდელი ჯარი არის განსაკუთრებით ძლიერი, ვიდრე იყო 5 ან 10 წლის წინ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.