საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს და აღნიშნავს, რომ შსს გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო ინსპექტორთან თანამშრომლობს.
„მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, ოჯახს ვუსამძიმრებ. პირველ რიგში, ოჯახისთვის, მისი მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის არის ყველაზე მძიმე. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანისთვისაც ეს უმძიმესი შემთხვევაა“, განაცხადა გომელაურმა და დასძინა, რომ მოზარდის გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში შსს-მ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია მიაწოდა.
„მინდა ხაზი გავუსვა, ასევე ჩვენი გამომძიებლის დაკავების ფაქტს. ჩვენ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო ინსპექტორთან. რაც შეგვეძლო, ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდეთ, რაც მოითხოვეს. ვფიქრობ, სიმართლე გაირკვევა და უსამართლოდ არ დაისჯება არც ერთ ადამიანი, ეს იქნება პოლიციის თანამშრომელი თუ მოქალაქე“, აღნიშნა შს მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.