დღევანდელი ფაქტი კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს ოკუპაციის რეალურ სახეს და იგი ცალსახად მიმართულია დაძაბულობის ესკალაციისკენ, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით.
“ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების პირველივე წუთებიდან, სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, მაქსიმალურად ჩართულია და ყველა შესაძლო არხს, მექანიზმსა და ტრიბუნას იყენებს, რათა საბოლოო შედეგს - ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლებას მივაღწიოთ. რა თქმა უნდა, ძალისხმევა არც ერთი წუთით არ მოდუნდება. სახელმწიფო კვლავაც მაქსიმუმს გააკეთებს და რათა ეს შედეგი რაც შეიძლება მალე დადგეს”, - განაცხადა ლია გიგაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.