ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის წევრებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 8 თვის ანგარიში წარუდგინა. მინისტრის თქმით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში 6 304 მილიონი ლარი შეადგინა.
"იანვარ-აგვისტოში საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 5 151 200 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის 66 %, 9 თვის გეგმის კი 89%-ია. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის იმავე პერიოდს 530 მილიონი ლარით, ანუ დაახლოებით 11 %-ით აღემატება. 2015 წლის იანვარ-აგვისტოში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში 6 304 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს 823 მილიონი ლარით აღემატება. ეს არის 9 თვის გეგმის 87 %. მინდა გითხრათ, რომ თანაბრობით აღინიშნება მიმდინარე წლის შემოსავლების და ხარჯების გეგმა.
რაც შეეხება გადასახდელებს, იანვარ-აგვისტოში გაწეული გადასახდელები ჯამში 6 10 მილიონი ლარია, რაც 9 თვის გეგმის 83 %-ია. იანვარ-აგვისტოში წელს დახარჯულია 660 მილიონი ლარით მეტი, 2014 წლის იგივე პერიოდთან შედარებით.
იანვარ-აგვისტოს პერიოდში კაპიტალური პროექტების განხორციელებაზე უკვე დახარჯულია 900 მილიონი ლარი, რაც 32 %-ით აღემატება შარშანდელ შესაბამის მაჩვენებელს.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხების საკასო შესრულება შეადგენს 188 მილიონ ლარს. ფონდიდად დღეის მდგომარეობით გამოყოფილია 390 მილიონი ლარი. მუნიციპალიტებებისა და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების იანვარ-აგვისტოს ხარჯი შეადგენს მილიარდ 260 მილიონ ლარს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მისივე განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს 1-ელი ოქტომბრისთვის ეცოდინება დაზუსტებული ინფორმაცია კვარტლების გეგმის მიხედვით, თუმცა "შემოსავლების მიმდინარეობა, მათ შორის სექტემბერში, საკმაოდ დამაიმედებელია".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.