დავით ზალკალიანი : „საქართველოზე უფრო ახლო პარტნიორი დასავლეთს და აშშ-ს ამ რეგიონში არ ჰყავს“
20-12-2019, 19:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მოდით ფაქტებით ვისაუბროთ, მინდა ვთქვა, რომ კატეგორიულად არ ვიზიარებ ამ სტატიის პათოსს, როგორ შეიძლება საქართველო დაადანაშაულო კურსის ცვლაში რუსეთისკენ მიმართულების აღებაში. ის რეალური შედეგი რაც ჩვენ გვაქვს, აბსოლუტურად საწინააღმდეგოს მეტყველებს.“- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა.

 


მისი თქმით,საქართველოზე უფრო ახლო პარტნიორი დასავლეთს და აშშ-ს ამ რეგიონში არ ჰყავს, რაც  გამყარებულია ფაქტებით:


 
“საქართველოს შეაქვს წვლილი ავღანეთში ჩვენს ნატოელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად სწრაფი რეაგირების მისიაში. ჩვენ 32 თანამემამულე დავკარგეთ ამ მისიაში.ეს ძალიან დიდი დანაკარგია ჩვენთვის, თითოეული  ამ ადამიანის სიცოცხლე ჩვენთვის არის უძვირფასესი. ეს არის ჩვენი წვლილი, კონტრიბუცია იმ გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ, რასაც ერთად ებრძვის მთელი დასავლური სამყარო, ჩვენი პარტნიორები , ევროპა და ამერიკა. გთხოვთ, კიდევ ერთხელ, ყურადღებით გადაავლეთ თვალი, როგორი კონკრეტული შედეგები გვაქვს ამერიკისთან სტრატეგიულო პარტნიორობის კუთხით.თვდაცვის და უსაფრთხოების სფეროში  ახალ სამწლიან შეთანხმებას მოეწერა ხელი,რამდენიმე კვირის წინ.ეს არის საქართველოს კურსის ცვლა რუსეთისკენ ?“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან კომენტირებისას.


 
მინისტრის თქმით, ქვეყნის მთავარ დოკუმენტში - კონსტიტუციაში, ასევე პარლამენტის  რეზოლუციაში, საქართველოს მთავრობის დოკუმენტში, საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში, აღნიშნულია, რომ ქვეყნის პრიორიტეტი არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.


 
„კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ, ასოცირების შეთანხმება გვაქვს, ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა,ვიზალიბერალიზაცია, გაცხადებული მიზანი გვაქვს, რომ ჩვენ გვინდა ევროპული პერსპექტივა, ეს არის ქვეყნის კურსის ცვლა? თუნდაც დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით და დამოუკიდებელი ინსტიტუტების შექმნის კუთხით, განხორციელების კუთხით,მედიის თავისუფლების კუთხით, რეიტინგებში, ბიზნესის კეთების კუთხით,ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, რომელიც ქვეყნის სტარეგიულ ფუნქციას ზრდის.სადაც არის ამერიკის,ევროპის ინტერესები,სადაც არის ბრიტანული და ამერიკული კომპანიების ინტერესები“. დავით ზალკალიანის შეფასებით, ეს ყველაფერი ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის და რეგიონში საქართველოს ფუნქციის, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დასტურია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი