საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე რთველის მიმდინარეობით დაინტერესდა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.
როგორც ოთარ დანელიამ განაცხადა, სავარაუდოდ, რთველი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ სამთაწყაროდან დაიწყება.
"რამდენიმე ქარხანამ რთველი პრინციპში დაიწყო და დღედღეზე ველოდებით, რომ დაიწყება მთელ რეგიონში. შტაბი შექმნილია და 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ასევე არის საკოორდინაციო ჯგუფი და ცოცხალ რეჟიმში შეგვიძლია თვალყური ვადევნოთ, როგორ მიმდინარეობს პროცესები", - განაცხადა დანელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.