ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.
„ევროკავშირმა ბატონი გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება 9 ნოემბერს, მისი დაკავების შემდეგ, არაერთხელ მოითხოვა. დღეს განვითარებული მოვლენების ფონზე, კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მოლოდინს, რომ მთავრობა, რომელიც ცხინვალს აკონტროლებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს ბატონ გაფრინდაშვილს და მისცემს მას ოჯახთან დაბრუნების უფლებას. ჩვენ კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების შეუზღუდავი თავისუფლების აღდგენისთვის, დაუყოვნებლივ და გადაუდებლად გადასადგმელი ნაბიჯების აუცილებლობას“, – აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.