საქართველოს ეროვნული გვარდია დაარსებიდან 29 წლის იუბილეს აღნიშნავს
21-12-2019, 13:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეროვნული გვარდია დაარსებიდან 29 წლის იუბილეს აღნიშნავს. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს იუბილე მიულოცა და სიტყვით მიმართა. მან ყურადღება ქმედით და ეფექტიან რეზერვის ჩამოყალიბებაზე გაამახვილა და თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებს შეეხო, რაც ჯარისკაცებისთვის პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს.

 

 

„ეროვნული გვარდია თავდაცვის ძალებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ქმედითი და ეფექტიანი რეზერვის სისტემის ჩამოყალიბება გვარდიის უმთავრესი ამოცანაა. ძლიერი რეზერვი ძლიერი თავდაცვის გარანტიაა. ჩვენ გავაძლიერებთ არსებულ რეფორმას და შევქმნით რეზერვის ისეთ სისტემას, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაში ქვაკუთხედი გახდება“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა. 

 

 

ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა საქართველოს მთლიანობისათვის თავდადებულ გვარდიელთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო. დღესვე ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები საშტატო ცეცხლსასროლი იარაღებით და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრთან ერთად თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ეროვნული გვარდიის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, ODC-სა და Valiant-ის წარმომადგენლები, საფრანგეთის თავდაცვის ატაშე და ვეტერანი გვარდიელები დაესწრნენ. 

 

 

საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს დაარსდა. ის იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ქართული თავდაცვის ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა. დღეს გვარდიელები მონაწილეობას იღებენ ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი