„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლების წინადადება არასერიოზულია და არაფერს ცვლის, თუმცა ოპოზიცია მოლაპარაკებების გაგრძელებას გეგმავს.
„შინაარსი არის აბსოლუტურად არასერიოზული, უბრალოდ, ადასტურებს, როგორ წნეხში არის ივანიშვილის რეჟიმი და ეს კლოუნების ბანდა, რომ წვალობენ. ჯერ ამბობდნენ, საერთოდ არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს ამ კრიმინალებთანო, მერე დავსხდებით, მაგრამ ჩვენ რა უნდა ვუთხრათ, იმათ უნდა შემოგთავაზონო და ახლა გადადგეს ნაბიჯი. დიახ, წნეხის ქვეშ არიან და იქნებიან უფრო მეტი წნეხის ქვეშ. თვითონ ის, რომ წინადადებით მოვიდნენ, აღსანიშნავი ამბავია, მაგრამ შინაარსი არასერიოზულია, რადგან თამაშის წესებს არ ცვლის. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ქართულ საზოგადოებას უნდა, არა მარტო ეს სამარცხვინო ხელისუფლება, არამედ არც ერთი ხელისუფლება აღარ იყო უკონტროლო“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, პროპორციული არჩევნები ასეთი რისკის შემცირების საშუალებაა.
„პროპორციული არჩევნები არის საშუალება იმ რისკის შემცირების, რომ მივიღოთ სუპერ უმრავლესობა, სადაც ნებისმიერ ხელისუფლებას ექნება განცდა, რომ ის უკონტროლოა. ჩვენი ამოცანა დათმობა კი არა, ჩვენი ამოცანაა, ქვეყნისთვის სწორი შედეგის მიღება. ეს ბოლო შემოთავაზება არაფერს ცვლის თამაშის წესების თვალსაზრისით, ამიტომ არის არასერიოზული. ივანიშვილმა გასცა პირობა დაღვრილი სისხლის და გავრილოვის ღამის შემდეგ, მერე ხალხს უთხრა, გადაგაგდებთ, ფეხებზე მკიდიხართო, ახლა გონს უნდა მოეგოს, გადადგას ნაბიჯი პროპორციული არჩევნებისკენ, ეს არის განმუხტვის გზა. ის, რომ მოუწია დაჯდომა მოლაპარაკებებზე და გადათქმა თავისი სიტყვის, ადასტურებს, რამხელა წნეხის ქვეშ არის ქვეყნის შიგნით და გარეთ, მაგრამ შედეგისთვის ჩვენ გვჭირდება მათი პირობის შესრულება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.