აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, 21 დეკემბერს ხონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
პროგრამის მიმდინარეობას აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და იმერეთის მხარეში სახელმშიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე,ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და მერის მოადგილე მანანა გოფოძე გაეცნენ.
"იმერეთის რეგიონში ვიზიტის დროს გამოიკვეთა დევნილების მაღალი მოთხოვნა ჩვენი ერთ-ერთი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ჩამოვსულიყავით და განგვეხორციელებინა უფასო პროფილაქტიკური, მრავალპროფილური გამოკვლევები. დღეს წარმოდგენილია ფართო სპექტრი პირველადი ჯანდაცვის ექიმების რგოლის სპეციალისტების. ბენეფიციარებს ჩაუტარდათ გამოკვლევები, ასევე უტარდებათ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით სკრინინგული კვლევები C ჰეპატიტიტსა და შიდსზე. ასევე ურიგდებათ დანიშნულებისამებრ მედიკამენტები“, - აღნიშნა აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის განცხადებით, დევნილების გარდა, გამოკვლევები სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებსაც უტარდებათ.
"ტარდება გეგმიური ღონისძიებები, რომელიც არის აფხაზეთის მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული. მსგავსი ღონისძიება უკვე ჩატარდა ბაღდათში და დღეს მიმდინარეობს ხონში, ჩვენ მივიღეთ უამრავი ბენეფიციარი. დევნილების გარდა ჩვენ ვიღებთ და ვემსახურებით სოციალურად დაუცველ ბენეფიცირებს. შესაბამისად ეს ღონისძიება არის მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოების დევნილი წევრებისთის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ბაღდათის და ხონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს, რომ მხარი დაგვიჭირეს“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები რეგიონის მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვანია.
"ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ასეთი ღონისძიებები, არა მარტო ხონში მცხოვრები დევნილებისთვის, არამედ რეგიონის მასშტაბით, რადგან მათ ადგილზე შეუძლიათ, სპეციალისტის ყველა მომსახურება მიიღონ და ადგილზევე შეძლონ შესაბამისი მედიკამენტების მიღებაც. მსგავსი ღონისძიებები იმართება პერმანენტულად იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
ლადო ჯურხაძემ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებსა და სახელმწიფო რწმუნებულს იმერეთის მხარეში დევნილთა იმ საჭიროებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა მოგვარება თვითმმართველობის კომპეტენციას სცდება და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების რეაგირებაა საჭირო.
"მსგავსი აქციები ძალიან დროული და მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მიმართთულების არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. კვლევები პრევენციასა და დაავადების დროულად აღმოჩენას ისახავს მიზნად , რაც ეფექტური მკურნალობისა და გამოჯანმრთელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა", - განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
აქციის ფარგლებში დევნილებმა კონსულტაციები სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან გაიარეს, საჭიროებიდან გამომდინარე ჩაუტარდათ ინსტრუმენტული გამოკვლევები, გლუკოზის დონის განსაზღვრა სისხლში და C ჰეპატიტის სკრინინგული გამოკვლევა. საჭიროების შემთხვევაში ასევე გადაეცათ შესაბამისი მედიკამენტები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.