ცოტნე გამსახურდიასა და გიორგი სოლოღაშვილს შორის კონფლიქტი დაიწყო სუფრაზე, სადაც ერთად იმყოფებოდნენ და სვამდნენ, განაცხადა "ტვ პირველის" ეთერში გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული სოლოღაშვილის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა, რომელმაც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოლიტიკური სარჩული კატეგორიულად გამორიცხა.
რაც შეეხება ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობას. როგორც მედიას მისმა მეუღლემ, ანა ჯაბაურმა განუცხადა, მას ხეჩინაშვილის კლინიკაში კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარეს, რომელზეც გართულება არ დაფიქსრებულა.
„ვიყავი ასული და ცოტნეც მოვინახულე. ბოლო ინფორმაცია არის, რომ ჩაუტარდა განმეორებითი საკონტროლო კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელზეც არ დაფიქსირებულა რამე სახის გართულება და ეს უკვე კარგია“, განაცხადა ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ.
მისი თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
შსს-ს ცნობით კი, ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, კვალიფიკაცია დაზუსტდა და დაკავებულთაგან 2 პირს: 1991 წელს დაბადებულ ტ.ღ.-ს და 1991 წელს დაბადებულ გ.ს.-ს ბრალდება დაუმძიმდათ, რომლებსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ხოლო, 3 პირს: 1990 წელს დაბადებულ თ.ქ.-ს 1982 წელს დაბადებული პ.ყ.-ს, ასევე 1973 წელს დაბადებული კ.ჩ.-ს ბრალი წარედგინათ სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს გამოძიებას განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.