პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე დაინტერესდა თუ როგორ მიმდინარეობს მეფუტკრეობის განვითარების პროგრამა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ეს არის ძალიან კარგი პროექტი, რომელიც დაწყებულია. პრემიერმა დეტალებზე სასაუბროდ სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ დანელიას მიმართა.
როგორც ოთარ დანელიამ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ქართული თაფლი ერთ-ერთია, რომლის ხელშეწყობა, პრაქტიკულად ნულიდან უწევთ.
"პირველ რიგში დავიწყებ საფუძვლით, ეს გახლავთ სამეცნიერო-კვლევითი მიმართულება, რომელიც გულისხმობს მუხურში საველე სადგურის აღდგენას. ეს პროცესი დაწყებულია და მიმდინარე წლის ბოლომდე შევა ექსპლუატაციაში. მიუხედავად ამისა ჩვენ პროცესი დავიწყეთ, უკვე შევიძინეთ რამოდენიმე სკა იმ იშვიათი ქართული ჯიშის ფუტკრისთვის, რომელიც არის მნიშვნელოვანი და ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ ამ მიმართულებით. დღეს ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ასევე მეფუტკრეობის კოოპერირების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 164 კოოპერატივის ხელშეწყობას, მათ შორის 80 არის მაღალმთიან რეგიონებში. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი, ვინაიდან ეს ითვალისწინებს კეთილსაიმედოობის კუთხით იდენტიფიკაციის და მიკვლევადობას თითოეული სკის საქართველოში, ასევე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. მე ადრეც მოგახსენეთ, რომ ჩვენ გვქონდა გარკვეული ხარვეზები ხარისხთან მიმართებაში, არის ნაკლოვანებები წარმოების და წარმადობის კუთხით, ვინაიდან ჩვენ გაცილებით ნაკლები მოგვყავს საშუალოდ შეწონილ ერთ სკაზე, ვიდრე ეს უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტებით და ყველა ამ პროცედურის ხელშეწყობას ითვალისწინებს ეს პროექტი", - განაცხადა დანელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.