დედაქალაქის მერმა ზაქარიაძის N3-ში მოსახლეობის მიერ გამწვანებული ტერიტორია დაათვალიერა
22-12-2019, 16:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საბურთალოს რაიონში, ზაქარიაძის N3-ში, ამხანაგობისა და გამგეობის მხარდაჭერით, ადგილობრივმა მოსახლეობამ ეზო და მიმდებარე ტერიტორია მოაწესრიგა და გაამწვანა.

 


შესრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, რაიონის გამგებელთან გაიოზ ვასაძესთან და „ამხანაგობა 100“-ის თავმჯდომარე ლევან მშვილდაძესთან და ერთად დაათვალიერა.

 


თბილისის მერის განცხადებით, ადგილობრივი მცხოვრებლების ამგვარ ინიციატივებს მუნიციპალიტეტი ყოველთვის მხარს დაუჭერს.

 


„ადგილობრივი მოსახლეობის სლოგანია - „სახლი ეზოდან იწყება“, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეს მიდგომა და დამოკიდებულება უნდა იყოს თბილისის ყველა რაიონში, ყველა უბანში. ადამიანები თვითონ უვლიან თავიანთ დარგულ ხეებს, მცენარეებს. ამაში ჩართული ჰყავთ ბავშვები და პატარაობიდან ასწავლიან, თუ როგორ უნდა მოუარონ და გაუფრთხილდნენ ამ ყველაფერს. ამ მიმართულებითა და მიდგომით მთლიანად ქუჩის გამწვანებას, მოვლასა და პატრონობას აპირებენ, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ჩვენ ყოველთვის ხელს შევუწყობთ ამ კეთილ და ძალიან კარგ საქმეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


ზაქარიაძის ქუჩა N3-ში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა საკუთარი ინიციატივით, უკანონო ღობეები მოხსნეს და ავტოფარეხების დემონტაჟი განახორციელეს. აღნიშნული ტერიტორია შემდგომში მოწესრიგდა, დამონტაჟდა დეკორატიული ლამპიონები, გაკეთდა სარწყავი სისტემა. ეზოში დაირგო სხვადასხვა ჯიშის ნერგი, რომლის მოვლა-პატრონობას თავად მოსახლეობა ახორციელებს.

 


აღნიშნული ეზოს მაგალითი სხვებისთვისაც მაგალითი აღმოჩნდა და საკუთარი ეზოების მოწესრიგების პროცესში კიდევ 15 ამხანაგობა ჩაერთო. საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ კი, ზაქარიაძის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო ჩატარდა. განხორციელდა ორი დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია, დაირგო სხვადასხვა ჯიშის ასობით ხე-მცენარე, დაიგო ბალახის საფარი, ხეებს გაუკეთდა მულჩირება, დამონტაჟდა საპარკე სკამები.

 

 

დედაქალაქის მერთან ერთად, ზაქარიაძის N3-ში საბურთალოს რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე და საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე იმყოფებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი