ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს პატიმრობა შეეფარდა, მე-5 პირი, თორნიკე ქვათაძე კი დარბაზიდან გათავისუფლდა - გიორგი სოლოღაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ ცოტნე გამსახურდიას დანა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მან დაარტყა
23-12-2019, 09:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს, ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა, ხოლო მე-5 პირი, თორნიკე ქვათაძე, რომელიც ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით იყო დაკავებული, სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

 


ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს, 20 დეკემბერს დააკავა. პროკურატურამ დაკავებულ ხუთივე პირს ბრალი კვირას წარუდგინა.

 


ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში ორი პირია მიცემული - ტატო ღარიბაშვილი და გიორგი სოლოღაშვილი. რაც შეეხება პეტრე ყუფარაძეს, თორნიკე ქვათაძეს და კახა ჩხეტიანს, მათ ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებათ.

 


სასამართლოს მიერ თორნიკე ქვათაძის აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებისა და სხდომათა დარბაზიდან მისი გათავისუფლების შემდეგ ადვოკატი ელოდება, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყდება.

 


სასამართლო სხდომაზე ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა, გიორგი სოლოღაშვილმა განაცხადა, რომ ცოტნე გამსახურდიას დანა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მან დაარტყა.

 


არანაირი განზრახ დანაშაული არ ყოფილა, სრულიად უმიზეზოდ დამარტყა ხელი ცოტნემ და ამოვიღე დანა და ეგრევე ჩავარტყი მეც, – განაცხადა ბრალდებულმა, გიორგი სოლოღაშვილმა სასამართლო პროცესზე და დაამატა, რომ შელაპარაკება სუფრაზე მოხდა.

 


„ვსვამდით ღვინოს და მოგვივიდა შელაპარაკება. როცა მოვდიოდი გზაში ცოტნემ დამარტყა ხელი და ამოვიღე დანა და ეგრევე ჩავარტყი. მე ვარ დამნაშავე და ვაღიარებ. არანაირი განზრახ დანაშაული არ ყოფილა, სრულიად უმიზეზოდ დამარტყა ხელი ცოტნემ და ამოვიღე დანა და ეგრევე ჩავარტყი მეც“, განაცხადა გიორგი სოლოღაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი