წინასწარ შეუკვეთეთ სამაჯურები მინისტრებისთვის, - ასეთი ხუმრობით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სასჯელაღსრულების მინისტრ კახა კახიშვილს, რომელმაც მინისტრებს შინაპატიმრობის უზრუნველყოფის მიზნით სპეციალური სამაჯურების შეძენასთან დაკავშირებული საკითხი გააცნო.
ამასთან, მას შემდეგ, რაც კახა კახიშვილმა აღნიშნა, რომ სამაჯურებით პირველ ეტაპზე შინაპატიმრობაში მყოფი არასრულწლოვანი პირები ისარგებლებენ, პრემიერმა კიდევ ერთხელ იხუმრა, რომ შემდეგი უკვე პოლიტიკოსები იქნებიან.
რაც შეეხება საკითხის სერიოზულ შეფასებას, მთავრობის მეთაური ფიქრობს, რომ შინაპატიმრობაში მყოფი პირების სპეციალური სამაჯურების მეშვეობით გაკონტროლება "კარგი პროექტი" და "ძალიან მნიშვნელოვანი გეგმაა".
სასჯელაღსრულების სამინისტრო სასჯელის მოხდის ახალი ფორმის - შინაპატიმრობის უზრუნველსაყოფად 200 სამაჯურს შეიძენს. შესაბამისი განცხადება მთავრობის სხდომაზე უწყების ხელმძღვანელმა, კახა კახიშვილმა გააკეთა.
მისი განმარტებით, თავდაპირველად სამაჯურებით, რომელთა შესყიდვა ამერიკული კომპანიისგან მოხდება, არასრულწლოვანი პირები ისარგებლებენ.
სასჯელის ახალი ფორმა საქართველოში მიმდინარე თვეში უნდა ამოქმედდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.