ზამთრის სეზონზე მთის კურორტებზე არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად სამოქმედო გეგმა შემუშავდა
23-12-2019, 09:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით, ზამთრის სეზონზე მთის კურორტებზე არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად სამოქმედო გეგმა შემუშავდა.

 

 

კონკრეტული წინადადებები პრობლემური საკითხების გადასაჭრელად მთავრობის მეთაურს საკოორდინაციო ჯგუფმა წარუდგინა, რომლის შემადგენლობაში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები შედიან.

 

 

საკოორდინაციო ჯგუფი არსებული ვითარების შესასწავლად ზამთრის კურორტებზე გასული კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. შედეგად, კონკრეტულად გაიწერა შესასრულებელი სამუშაოები, ვადები და პასუხისმგებელი მხარეები.

 

 

პრემიერ მინისტრმა უწყებებს მოუწოდა, მაქსიმალური ძალისხმევა მიმართონ იმისკენ, რათა გამოწვევები, რომლებიც გასული სეზონების განმავლობაში გამოიკვეთა, მინიმუმამდე შემცირდეს. მათ შორის არის საპარკინგე ადგილების რაოდენობა, გზების წმენდის ინტენსივობა, ვიზიტორების მომსახურება და ჯანდაცვის სერვისები.

 

 

„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მკაცრად გაწერილი გეგმით, რათა სეზონი ჩავატაროთ ისე, როგორც შეეფერება ჩვენი მთის კურორტების რეპუტაციას, სახელს და ისე, როგორც ამას ჩვენი თითოეული მოქალაქე, ტურისტი და ჩვენი ქვეყნის სტუმრები მოელიან”, - განაცხადა გახარიამ.

 

 

საკოორდინაციო ჯგუფის შემადგენლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები იმყოფებიან. უწყებები ზამთრის სეზონის განმავლობაში კოორდინირებულ რეჟიმში იმოქმედებენ, რათა კურორტების მართვის ეფექტიანობა გაიზარდოს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი