პრემიერ მინისტრმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა
23-12-2019, 10:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიორგი გახარიამ თბილისის დიდ სინაგოგაში ხანუქას პირველი სანთელი აანთო. პრემიერ მინისტრმა ებრაელ ხალხს  დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა უსურვა.

 


„ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმი რომ აიღო, მაშინ გამოჩნდნენ პირველი ებრაელები საქართველოში. ამდენი საუკუნეა  ჩვენ ვცხოვრობთ ერთად, ჩვენი ცრემლი ერთია და ჩვენი სიხარულიც ერთია. ეს არის უდიდესი ძალა. ჩვენ გვაერთიანებს ის, რაც ბევრ ერს ვერც წარმოუდგენია -  ამ ქვეყანაში არც ერთი ებრაული ოჯახის  შევიწროების არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა. ეს არა მხოლოდ ქართველების დამსახურება და გამარჯვება, არამედ  ჩვენი საერთო გამარჯვებაა. მე მსურს, თითოეულ ებრაელს მივულოცო ეს დღესასწაული და თითოეულ ჩვენგანს მივულოცო ის საუკუნეები, რომელიც  გველის - ერთობლივი შრომის, გამარჯვებისა და მიღწევების, თითოეულ ებრაულ ოჯახში სინათლის გამარჯვებისა სიბნელეზე და სიკეთის გამარჯვების ბოროტებაზე. გილოცავთ და გისურვებთ მშვიდობას ისრაელსაც და საქართველოსაც", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დაეთანხმა ისრაელის ელჩის შაფთაი ცურის ინიციატივას, რომლის თანახმად იერუსალიმში ქართული კულტურული ცენტრი გაიხსნება.

 


ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნას თბილისის დიდ სინაგოგაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისი მერი დაესწრო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი