ახალი სამთავრობო ი-მეილი ამჟღავნებს, რომ ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრის დასრულებიდან სულ რაღაც 91 წუთში თეთრი სახლი უკრაინისთვის დახმარების გაყინვას შეეცადა
23-12-2019, 10:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თეთრი სახლი ცდილობდა უკრაინისთვის დახმარების გაყინვას სულ რაღაც 91 წუთში რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ივლისში ტელეფონით ესაუბრა. ამას ახლად გავრცელებული სამთავრობო ელექტრონული წერილი ამჟღავნებს.

 


სატელეფონო საუბარში ტრამპმა უკრაინის ლიდერს სთხოვა მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგის, „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის საქმე გამოეძიებინა, რასაც „დემოკრატები“ ტრამპის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებად მიიჩნევენ და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, სადაც უმრავლესობა „დემოკრატებს“ გააჩნიათ, 18 დეკემბერს პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების პირველი კენჭისყრა სწორედ აღნიშნულს უკავშირდება. თუმცა საკითხის სენატში გადანაცვლების შემდეგ არ არის მოსალოდნელი, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ კონტროლის ქვეშ მყოფმა კონგრესის ზედა პალატამ ტრამპი თანამდებობიდან იმპიჩმენტის გზით გაუშვას.

 


რა წერია ელექტრონულ წერილში?

 


ახლახან გავრცელებულ ელექტრონულ წერილში, რომელიც „საზოგადოების ინტეგრირების ცენტრმა“ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ინფორმაციის თავისუფლების საქმეზე მიიღო, ჩანს, რომ თეთრი სახლის მაღალი თანამდებობის პირი მაიკ დეფი დაეკონტაქტა თავდაცვის დეპარტამენტის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს უკრაინისთვის დახმარების შეჩერების თაობაზე 25 ივლისს, სულ რაღაც საათნახევრის შემდეგ, რაც ტრამპმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი დაასრულა. იმეილში დეფი თავდაცვის დეპარტამენტს დახმარების „შეჩერებას“ იმ მოტივით სთხოვს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გეგმა უნდა განიხილოს.

 


„თხოვნის მგრძნობიარე ხასიათიდან გამომდინარე, მე ვაფასებ თქვენს მზრუნველობას ამ ინფორმაციის იმ პირებისთვის გადაცემის თაობაზე, რომელთაც უნდა იცოდნენ ინსტრუქციების აღსრულება“, წერია იმეილში.

 


უისელბლოუერის მიერ ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრის დეტალების გამჟღავნების შემდეგ თეთრმა სახლმა პრეზიდენტების საუბრის შინაარსი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ტრამპი ზელენსკის სთხოვს, „დასდოს პატივი“ და გამოიძიოს ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის საქმიანობა, რომელიც წინათ უკრაინულ ენერგო კომპანიაში მუშაობდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი