სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თურქ კოლეგას ხვდება
23-12-2019, 11:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში მინისტრმა დავით ზალკალიანმა  თავის თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.


 
შეხვედრაზე მინისტრებმა კვლავ დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული განმტკიცების  მხარდაჭერა, როგორც პოლიტიკურ, ასევე  ეკონომიკური მიმართულებით.  მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განხორციელებულ ვიზიტს თურქეთის რესპუბლიკაში და მაღალი დონის შეხვედრას თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან. მინისტრების შეხვედრაზე განხილულ იქნა სტრატეგიული თანამშრომლობის მაღალი დონის საბჭოს მორიგის სხდომის გამართვის საკითხი. მხარეები მიესალმნენ პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შედეგად საქართველო-თურქეთის სამთავრობოთაშორისი ეკონომიკური კომისიის მუშაობის განახლებას.


აღინიშნა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრების ფორმატის მნიშვნელობა,  რომელიც რეგიონული თანამშრომლობის წარმატებულ მექანიზმს წარმოადგენს.



ამასთან, მინისტრმა თურქ კოლეგასთან ისაუბრა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე. აღინიშნა, რომ  საოკუპაციო რეჟიმის  უკანონო ქმედებები უკიდურესად ამძიმებს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ უმძიმეს ვითარებას და რომ აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობა.


ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა თურქეთს საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე  მხარდაჭერისთვის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი