საქართველოს პრემიერ მინისტრმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე ისაუბრეს
23-12-2019, 12:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ ვაფასებთ თურქეთთან განსაკუთრებულ ურთიერთობას და მივესალმებით სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრისას.



საუბრისას, ხაზი გაესვა საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სამმხრივ ფორმატს და აღინიშნა, რომ სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მე-8 შეხვედრა თბილისში, რომელზეც სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობა განიხილება, ამ ფორმატის უნიკალურობას ადასტურებს.



საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში ანკარაში გაიმართება.

 

 

საუბარი ასევე შეეხო ერთობლივ პროექტებს ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში, მათ შორის სამხრეთის გაზის დერეფანს, რომლის ნაწილის - ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) ინაუგურაცია თურქეთში ახლახან გაიმართა, ასევე - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობას.

 

 

მთავრობის მეთაურმა თურქეთის რესპუბლიკას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

საუბრისას, ასევე აღინიშნა კულტურის სფეროში საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის მნიშვნელობა და ხაზი გაესვა ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების დინამიკას, რაც ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი ხაზგასმაა.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი