გაზის ტარიფის ზრდას არ ველოდებით, – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
„თბილისი ენერჯის“ ახალი ტარიფი 25 დეკემბერს უნდა დამტკიცდეს, „სოკარ ჯორჯიას“ და „საქორგგაზის“ კი 27 დეკემბერს.
„ჩვენ უკვე განვიხილეთ კომპანიების მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო წინადადებები. სხვა ეკონომიკური პარამეტრებიც გვაქვს დაანგარიშებული. ამჟამად მიმდინარეობს მისაწოდებელი ფასის დადგენა, რომლის საფუძველზეც შემდეგ უკვე უახლოეს დღეებში დავადგენთ საბოლოო სამომხმარებლო ტარიფს. რაიმე სახის ზრდას ამ ეტაპზე არ ველოდებით”, – განაცხადა ნარმანიამ
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.