კახეთის რეგიონში ბიოსფერული რეზერვატების შექმნა იგეგმება
23-12-2019, 14:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ქვეყნის მასშტაბით ბიოსფერული რეზერვატების დაფუძნების ხელშეწყობის შესახებ ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე დაესწრო.

 


პროექტი „ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური და მდგრადი განვითარების მოდელის დაარსება კახეთის რეგიონში“ ითვალისწინებს, აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის ბიოსფერული რეზერვატების დაფუძნების ნომინაციის ხელშეწყობას. ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობით, დაგეგმილია შეიქმნას სრულყოფილი ნომინაციის დოკუმენტი იუნესკოს სამდივნოში წარსადგენად. ბიოსფერული რეზერვატის მიზანია, გარემოსთან დაკავშირებული საქმიანობები დაუქვემდებაროს მწვანე ეკონომიკის წესებს, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანის და ბუნების ჰარმონიულ თანაცხოვრებას.

 


პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია თუშეთისა და ვაშლოვანის ბიოსფერული რეზერვატების შექმნა.



გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) ბიოსფერული რეგიონები პერსპექტიული ინსტრუმენტია კონსერვაციისა და მდგრადი მიწათსარგებლობის ერთიანი პრაქტიკის დანერგვისათვის, ის განსაზღვრავს ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების თანაარსებობას.

 

 

პროექტი „ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური და მდგრადი განვითარების მოდელის დაარსება კახეთის რეგიონში“ ხორციელდება კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) მიერ, ახმეტის, თელავისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობით. პროექტს მხარს უჭერს ევროკავშირი და გერმანიის მთავრობა, ხოლო კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი