საფრანგეთის ქალაქ ექს-ან-პროვანსის სასამართლომ ქართველი „კანონიერი ქურდი“ კახა შუშანაშვილი („კახა რუსთავსკი“) 2010 წელს ე.წ. კანონიერი ქურდის ვლადიმერ ჯანაშიას („ლადო“) მკვლელობის შეკვეთაში დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
47 წლის შუშანაშვილი ამჟამად სასჯელს ესპანეთში, მარსელის ციხეში იხდის, სადაც მას 2016 წლის მარტში 15 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გარდა ამისა, 2018 წლის ივნისში საფრანგეთის ქალაქ ნანსის სასამართლომ მას დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მასთან ერთად კიდევ სამი ქართველი გაასამართლეს, რომელთაგან ორს ექვსი და შვიდი წლით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო მესამე ყალბი საბუთების ფლობაში დამნაშავედ ცნეს და პირობითი სასჯელით სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.