საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში მინისტრმა დავით ზალკალიანმა თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ელმარ მამედიაროვთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ვიზიტის პროდუქტიულობას.
მინისტრების ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს.
საუბარი შეეხო ერთობლივი სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომის გამართვის აუცილებლობას, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციასთან შეთანხმებასთან დაკავშირებით. ასევე, განხილულ იქნა დავით-გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების არსებული პრაქტიკის შენარჩუნების საკითხი. აღინიშნა ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომის გამართვის მნიშვნელობა.
ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ასევე ხაზი გაესვა ორი ერის მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.