რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ოპერატორ კომპანიას „შტაზის“ ყოფილი აგენტი და პუტინის მეგობარი, მათიას ვარინგი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას გერმანული გამოცემა „დერ სტანდარტი“ ავრცელებს.
კიდევ ერთი გერმანული გამოცემა „ველტის“ ინფორმაციით, 1993 წელს ვარინგი პუტინს ეხმარებოდა, როდესაც რუსეთის პრეზიდენტის მეუღლე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა.
ვარინგი 1981-დან 1990 წლამდე გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა.
2012 წელს პუტინმა მათიას ვარინგი „საპატიო ორდენით“ დააჯილდოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.