აშშ-ის დეპარტამენტის მხარდამჭერი განცხადება არა მარტო სხვადასხვანაირად გაიგეს, სხვადასხვანაირად თარგმნეს კიდეც, რაც აშკარა მიკერძოებაზე მიანიშნებს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას. მის თქმით, რეალურად, დეპარტამენტის განცხადება არის საქართველოს მხარდამჭერი განცხადება და ეს ოპონენტებმაც კარგად იციან.
კობახიძის თქმით, აშშ-ის მხარდამჭერი განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველოში მომავალი წლის განმავლობაში პოლიტიკური პროცესები სწორად განვითარდეს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ამერიკელი მეგობრების, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო დეპარტამენტის, რომელიც არის მთავარი უწყება ამ მიმართულებით, მხარდამჭერი განცხადება. აქ არის გამოკვეთილი ორი ძირითადი საკითხი - ეს არის სასამართლო რეფორმა, რაზეც ვმუშაობდით საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მათ შორის პირველ რიგში ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, მეოთხე ტალღის რეფორმა, რომელიც განხორციელდა, არის პირველ რიგში გამოტანილი ამ განცხადებაში. ასევე, ჩვენი ამერიკელი მეგობრები მიესალმებიან იმ დიალოგს, რომელშიც შევედით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ეს მხარდამჭერი განცხადება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა საქართველოში სწორად განვითარდეს მომავალი წლის განმავლობაში პოლიტიკური პროცესები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მეგობრობას და პარტნიორობას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და პირველ რიგში, იცით, რომ აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. აქედან გამომდინარე, მათ მათ მაღალ შეფასებას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ოპონენტებმა არა მარტო სხვადასხვანაირად გაიგეს, სხვადასხვანაირად თარგმნეს კიდეც.
„არა მარტო სხვადასხვანაირად გაიგეს, სხვადასხვანაირად თარგმნეს კიდეც ეს განცხადება, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ არის აშკარა მიკერძოება. განცხადება მარტივად ითარგმნება და მარტივად განიმარტება. მარტივად არის აქ ყველაფერი განმარტებული. ორი ძირითადი საკითხია გამოყოფილი. პირველი – სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, ხედავთ, რომ ამაზეა აქცენტი გაკეთებული“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.