ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ლელა აქიაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ადამიანის უფლებების, ანტიდისკრიმინაციასა და თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციებთან.
შეხვედრა საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის მე-15 თავზე მუშაობას მიეძღვნა. სამოქალაქო ორგანიზაციებთან გაიმართა მსჯელობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლა, ცნობიერებისა და კვალიფიკაციის ამაღლება სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (სოგი) საკითხებზე და სოგის სპეციფიკის გათვალისწინებით სოციალური და ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესება.
ლელა აქიაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უახლოეს მომავალში შესრულდეს 2018 წელს ნაკისრი ვალდებულება სამთავრობო სამოქმედო გეგმის მე-15 თავის დამტკიცების სახით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.