გარდაბანში ხუთი სოფლის წყალმომარაგების პროექტის (მარტყოფი, ნორიო, ახალსოფელი, ვაზიანი, ახალი სამგორი) მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ადგილზე, მშენებლობის პროცესს და სამუშაოების ხარისხს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი გაეცნო.
ამ ეტაპზე, სათავე ნაგებობიდან სოფლებამდე მისასვლელი ცენტრალური მილსადენის მოწყობასთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს სოფლებში რეზერვუარების მშენებლობა.
პირველი ეტაპის სამუშაოების ფარგლებში სათავე ნაგებობაზე უკვე მოეწყო ჭაბურღილები, საქლორატორო და სატუმბი სადგური.
პარალელურ რეჟიმში, სოფელ მუღანლოს წყალმომარაგებისთვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.