წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ორ სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ ქვილიშორში 2 კმ-დე გზის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. აღნიშნული გზა უმოკლესი მონაკვეთია ქალაქ წყალტუბოსთან დასაკავშირებლად და ამიერიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ გზით იმოძრავებს.
სოფელ ჭოლევში კი გზის ბეტონის საფარის გარდა, სანიაღვრე არხები და საყრდენი კედლის სამუშაოები სრულდება. პროექტს რეგიონალური განვითარების ფონდი აფინანსებს. მიმდინარე სამუშაოები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და მერის პირველმა მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ დაათვალიერეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.