ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, სიკვდილით დასჯა საზოგადოებაში სტაბილურობას უზრუნველყოფს. მან აღნიშნული განცხადება რუსულ რადიოსადგურ Эхо Москвы-სთან ინტერვიუში გააკეთა.
„ჩემი აზრით, სიკვდილით დასჯა, როგორც გაფრთხილება, სტაბილურობის შენარჩუნებაში გვეხმარება. რაც შეეხება მორატორიუმს, მე ამის უფლება არ მაქვს. სიკვდილით დასჯის შენარჩუნების შესახებ გადაწყვეტილება ხალხმა რეფერენდუმზე მიიღო და მისი გაუქმებაც მხოლოდ რეფერენდუმის გზით არის შესაძლებელი“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.
რამდენიმე დღის წინ ბელარუსში ორი ქალის მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული მამაკაცი დახვრიტეს, დახვრეტა მიუსაჯეს 8 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულსაც , რაც ევროკავშირმა დაგმო.
ბელარუსი ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სიკვდილით დასჯა მოქმედებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.