თამარ ჩერგოლეიშვილი: „ჩრდილოეთ კორეის წესებით უნდათ, რომ საქართველო მართონ და ვერ ხვდებიან, რომ საქართველო ვერ გახდება ჩრდილოეთ კორეა“
24-12-2019, 20:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოეთ კორეის წესებით უნდათ, რომ საქართველო მართონ და ვერ ხვდებიან, რომ საქართველო ვერ გახდება ჩრდილოეთ კორეა, - განაცხადა „ტაბულას“ დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას.

 

 

„ეს მიდრეკილებები ამ ხელისუფლებას სულ ჰქონდა, ეს ხომ ახალი არ არის... მანამდე ცდილობდა რაღაც შეურაცხყოფები ერეგულირებინა, რამდენიმე ინიციატივა იყო შეტანილი, უფრო მეტსაც გეტყვით, შორენა შავერდაშვილი, ია ანთაძე მედიაცენზურებად მოგვევლინენ მარეგულირებელში რაღაც უწყება შეიქმნა, რომელმაც მედია უნდა აკრიტიკოს. ჩრდილოეთ კორეის წესებით უნდათ, რომ საქართველო მართონ და ვერ ხვდებიან, რომ საქართველო ვერ გახდება ჩრდილოეთ კორეა ფიზიკურად, ქართველ ერს არ აქვს ამის უნარი, საბჭოთა კავშირის დროს ვერ იყო საქართველო ჩრდილოეთ კორეა ლამის. ამას რომ თავი დავანებოთ, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო უდიდესი რეპუტაციული ზიანი,“ -აღნიშნა ჩერგოლეიშილმა.

 

 

მისი თქმით, მთავარი უბედურება, რაც ბიძინა ივანიშვილს დაემართა არის ის, რომ საქართველოს მთავრობა ამხილეს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში.

 

 

„მთავარი უბედურება, რაც დაემართა ბიძინა ივანიშვილს, არის ის, რომ საქართველოს მთავრობა ამხილეს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში. ქართული დემოკრატია რომ უნდა განვითარდეს, ეს ხომ არის საქართველოს ეროვნული ინტერესი, ამას „ქოცებიც“ აღიარებენ. „ქართული ოცნება“ ორგანიზებულად და კოორდინირებულად მოქმედებდა ქართული დემოკრატიის ძირგამოსათხრელად, ყველა იმ ღირებულებებს, რაზეც ლიბერალური დემოკრატია დგას, ისინი იყენებდნენ ოპონენტის წინააღმდეგ, ისინი იყენებდნენ ყველა იმ თემას, რასაც რუსული პროპაგანდა იყენებს და დღეს უკვე ექსპერტები იმაზე საუბრობენ, რომ დეზინფორმაცია არავის უკვირს, მაგრამ "ქართული ოცნება" აკეთებს იმას, რასაც აკეთებს მტრული სახელმწიფო“ , - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი