გამოჩენილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მის მიერ დაფუძნებული პარტიის, „სახელმწიფო ხალხისთვის“ მეშვეობით ცდილობდა ხელისუფლების შეცვლას, თუმცა ვერც ერთი სადეპუტატო მანდატი ვერ მოიპოვა, არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კვლავ პოლიტიკურ პროცესებში ჩაებას.
„ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას ბურჭულაძემ განაცხადა, რომ „ახლა ივანიშვილი ძალიან საშიშია“, რადგან „მას წასასვლელი ფაქტობრივად არსად არ აქვს“.
„მე არ ვიძახი არას, არავითარ შემთხვევაში. ეს ჩემი ქვეყნაა, ეს ჩემი ხალხია, მე გული შემტკივა, მე არ შემიძლია ამდენ გაჭირვებულს ვუყურო, არ შემიძლია, მოთმენა არ შეიძლება, ვის უნდა მივცეთ, ამათ?! ყოველ დღე ტელევიზორში ვუყურებთ ჩვენ, როგორ მდიდრდებიან დღითი დღე ეს ხალხი. სხვათა შორის, ივანიშვილი ძალიან საშიშია ახლა, ძალიან საშიშია იმიტომ, რომ მას წასასვლელი ფაქტობრივად არსად არ აქვს. მაგი ვერსად ვერ წავა, იმიტომაც არის, ძალიან საშიშია, ბოლომდე რაღაცას... ვერ ხედავთ, რას აკეთებს ყოველდღე? და ამიტომაც, მე მაგალითად არ გავჩერდები“, განაცხადა პაატა ბურჭულაძემ და შეკითხვაზე მახათას მთაზე გამართულ ღონსძიებაზე ოფიციალურად არმიწვევის გამო დასწყდა თუ არა გული, მსოფლიო ბანმა უპასუხა, რომ გულდაწყვეტილი არ არის, თუმცა „ცოტა გაკვირვებულია“.
„ცოტა გაკვირვებული ვარ, გაკვირვებული რითი? მე კი არ დამპატიჟეს იქ. მე უბრალოდ მაცნობეს, რომ ეს იქნება. მიწვევა არ მქონია და არც არის საჭირო. მე გული დამწყდა სხვა რამეზე, რომ ეკლესია ძალიან ერევა პოლიტიკაში და ძალიან პოლიტიზებულია. უწმინდესი მე მგონი უკვე ცოტა ვეღარ ართმევს თავს, ჩემი საყვარელი უწმინდესი, რომელიც ძალიან მიყვარს მე და... იმიტომ, რომ არ შეიძლება ასე თეთრზე შავი, მაგალითად ქადაგება იყო, მე აქეთ დავდექი. რა თქმა უნდა იქით, მეორე მხარეს იდგა, პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი და სხვა დანარჩენები, იქით იდგნენ და მეუფემ ქადაგებაში მე კარგი, მე არ მახსენა, ეს არა უშავს, იმიტომ რომ მაინც არ გაეღიზიანებინა მთავრობა, მე მაინც იმათი მოწინააღმდეგე ვარ და, არქიტექტორი კაცო? არქიტექტორი, ადამიანი ვინც ეს ყველაფერი ააშენა, ამის, ე.ი. ომარ ნაფეტვარიძის იქ არხსენება არ შეიძლებოდა, მშენებელი, მშენებლები, რომლებიც, არავითარი ფული, დანამატი არ გაუკეთებიათ, ფაქტობრივად ლოცვით ააშენეს ეს ტაძარი და ამის მერე წავიდნენ, კარგად იქეიფეს და რაც მთავარია, მეუფემ დიდი მადლობა უთხრა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც იქ იდგა და „ვაბშე“ აზრზე არ იყო საერთოდ რა ხდებოდა, სად იყო, საიდან აშენდა, საერთოდ როგორ აშენდა ეს ტაძარი და იქ, პრემიერ მინისტრი, იმდროინდელი პრემიერ მინისტრი, გამოვიდა იქა და იმანაც იმდენი მადლობები მიიღო, რომ თვითონ ვერ მიხვდა, რაზე იყო ეს მადლობები“, განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.