ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის ირგვლივ კარგად ვხედავთ, რამდენად არაფრის მომცემია რუსეთთან ურთიერთობის ტექნიკური ფორმატები, დიალოგი და მოლაპარაკებები არ ნიშნავს დათმობას, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ ჟენევის ფორმატზე, ასევე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე საუბრისას.
გადაცემის წამყვანმა, გიორგი გვიმრაძემ პრეზიდენტს რუსეთთან ურთიერთობებზე ჰკითხა.
„მინდა, გავიხსენო თქვენი განცხადება, როდესაც საუბრობდით, რომ საჭიროა პოლიტიკურ რეგისტრში გადავიდეს ურთიერთობა რუსეთთან, რადგან ტექნიკურ დონეზე, ჟენევის მოლაპარაკებებს გულისხმობდით ამ დროს, ტექნიკურ დონეზე ეს პრობლემები აღარ გვარდება, რომელიც ჩვენს წინაშე არის, ამ რეალობაში, კარგად რომ ავხსნათ, რას გულისხმობს ურთიერთობების პოლიტიკური რეგისტრი“, – მიმართა პრეზიდენტს გადაცემის წამყვანმა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო ტექნიკურ ფორმატებშია „გაჩხერილი“, ეს პროცესი გრძელდება, თუმცა არაფერი იცვლება. მისი თქმით, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი თავიდან პოლიტიკური იყო.
„ახლა ძალიან კარგად ვხედავთ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის ირგვლივ, თუ რამდენად არაფრის მომცემია ეს ტექნიკური ფორმატები, შედეგიანი არ არის, რადგან ნათელია, რომ ბიუროკრატები ამ შემთხვევაში ვერ იღებენ იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რასაც ველოდებით. ჩვენ ვართ სადღაც გაჩხერილი ამ ტექნიკურ ფორმატებში, რომელსაც ვაგრძელებთ, მაგრამ არაფერი იცვლება. მოვითხოვე პირველივე დღიდან, ვიმუშაოთ იმისკენ, რომ პოლიტიკური მასშტაბი მივცეთ, დავუბრუნოთ, რადგან რეალურად ჟენევა დასაწყისში იყო პოლიტიკურ დონეზე და შემდეგ ჩამოვიდა ამ ტექნიკურ დონეზე. მეორე არის, პარტნიორებთან, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ვიმუშაოთ იმაზე, რომ ვიყოთ ნახსენები ყველა ეტაპზე, როცა საუბარია რუსეთთან მათი მხრიდან სხვადასხვა კონფლიქტზე. მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტს, როცა ვიცოდი და მითხრა, რომ აპირებდა ნორმანდიის შეხვედრებს, არაერთხელ გავახსენე, რომ საჭირო იყო, საქართველოს საკითხი და ჩვენი კონფლიქტი, ოკუპირებული ტერიტორიები იყოს ნახსენები. სხვათაშორის პირველად, ჩვენ ორმხრივ ფორმატში, „ამილახვარის დიალოგის“ ფორმატში საფრანგეთმა ძალიან აღიქვა ეს საკითხი და ხაზი გაუსვა სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებს იმ ტერმინებით, რომელიც არ იყო ადრე მისი ჩვევა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.