ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თურქ კოლეგას შეხვდა
25-12-2019, 11:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირაკლი ღარიბაშვილს თურქეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში თურქმა კოლეგამ ჰულუსი აკარმა უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილეს.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ჰულუსი აკარს თურქეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე თურქეთის როლი ხაზგასმით აღნიშნა. მან თურქულ მხარეს საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო, რომელიც მიზნად ისახავს ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას.

 

 

 


მხარეებმა თურქეთსა და საქართველოს შორის სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავების გზებზეც იმსჯელეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში თურქეთის ჩართულობაზე და აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

 


პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა თურქულ მხარესთან გაფართოებული შეხვედრა გამართეს, სადაც თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

 


გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ლოჯისტიკური მხარდაჭერის შესახებ შეთანხმება თურქეთის მხრიდან თავდაცვის სამინისტროსთვის 100 მილიონი თურქული ლირის ოდენობის გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს.

 


ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დელეგაციის წევრებთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლისა და პირველი პრეზიდენტის მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო და მისი მუზეუმი დაათვალიერა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი