ადამიანმა, რომელიც კანონს არღვევს, პასუხი უნდა აგოს, - ასეთი კომენტარი გააკეთა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე.
„ვერ ვიტყვი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ხისტი ან სასტიკია. სულაც არა. ადამიანმა, რომელიც კანონს არღვევს, პასუხი უნდა აგოს. თანაც, თუ ამას განზრახ აკეთებ, ეს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ერთადერთი, რაც სინანულს იწვევს, ის არის, რომ ამ სიტუაციის პოლიტიზაცია ხდება“, - განაცხადა ბიბილოვმა.
მისი თქმით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და სახელმწიფო ამ ფაქტთან დაკავშირებით მრისხანე განცხადებებს აკეთებს, თუმცა საქართველოს მხრიდან დარღვევებზე რეაგირებას პოლიტიკურ სახეს აძლევენ.
„სრულიად უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის შელახვით, ქართულმა მხარემ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე პოსტი დადგა. სამწუხაროდ, ამას არავინ აქცევს ყურადღება, იმ ადამიანის საქციელიდან კი, რომელმაც გააზრებულად ჩაიდინა დანაშაული, პოლიტიკას აკეთებენ“, - განაცხადა ბიბილოვმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.