სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მათ შორის ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში 2019 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა.
როგორც GUARDIAN.GE-ის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა იური უნანიანმა (მაღლა ფოტოზე ხელმარცხნივ) განუცხადა, უკვე დასრულდა საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვართან მისასვლელ) საავტომობილო გზაზე 15 კმ-იანი მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები, რაზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა, 14 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ რეაბილიტირებული მონაკვეთი გადის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2 სოფელს (გორელოვკა, ჟდანოვი) და საქართველო-სომხეთის საზღვართან სრულდება. აღნიშნული გზით სარგებლობს ადგილობრივი მოსახლეობა, სომხეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები და ხორციელდება აქტიური სატრანზიტო გადაზიდვები.

საავტომობილი გზების დეპარტამენტის ცნობით, ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე სამუშაოები ბოლო 10 წელია არ ჩატარებულა. არსებული საფარი ძალიან დაზიანებული იყო და ზოგიერთს მონაკვეთზე საერთოდ აღარ არსებობდა.
პროექტის შესაბამისად, განხორციელდა დაზიანებული გზის სრული რეაბილიტაცია; გაფართოვდა გზის სიგანე, აღდგა 3 რკინაბეტონის ხიდი და წყალგამტარი მილები; მოეწყო მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და ადგილობრივ გზებთან მიერთებები; საავტომობილო გზა აღიჭურვა საგზაო ნიშნებით.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა იური უნანიანმა GUARDIAN.GE-ის უთხრა, რომ რეგიონში კიდევ ერთი მსხვილი პროექტი - ახალქალაქი-ნინოწმინდის დამაკავშირებელი 17-კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, რაც 2019 წელს დაიწყო და 2020 წლის ზაფხულში დასრულდება, სამუშაოებს კი კომპანია „ჯავახავტოგზა“ ასრულებს.

როგორც საავტომობილი გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ამ მონაკვეთის დასრულებით მოწესრიგდება სამცხე-ჯავახეთის ძირითადი სატრანსპორტო მაგისტრალები. ჩატარებული საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამცხე-ჯავახეთის სატრანსპორტო და ტურისტული პოტენციალის ათვისებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.