აბიტურიენტების მეორადი ჩარიცხვა არ მოხდება
04-09-2015, 03:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში აკრედიტებული  უმაღლესი სასწავლებლების უმეტესობა თანხმდება პოზიციაზე, რომ აბიტურიენტების მეორადი ჩარიცხვა არ მოხდება.


ასეთი პოზიცია დააფიქსირეს საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების რექტორებმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ მაია მიმინოშვილთან შეხვედრის შემდეგ.


"ახალი უნივერისტეტის" რექტორ თამარ გარდაფხაძის განცხადებით, მათ შეხვედრაზე მოისმინეს მაია მიმინოშვილის პოზიცია საკითხთან დაკავშირებით. თამარ გარდაფხაძის თქმით, მაია მიმინოშვილმა თქვა, რომ აბიტურიენტებს შეცდომის გამო მეორადი ჩარიცხვის უფლება არ უნდა მიეცეთ.


"ჩვენ მოვისმინეთ მაია მიმინოშვილის პოზიცია. მან სამართლიანად განაცხადა, რომ აბიტურიენტების შეცდომის გამო მეორადი ჩარიცხვის უფლება არ უნდა მიეცეთ, კანონი ყველასთვის თანაბრად უნდა მოქმედებდეს და ჩვენ ამაში ვეთანხმებით მაია მიმინოშვილს", - განაცხადა თამარ გარდაფხაძემ.


"საქართველოს უნივერისტეტის" წარმომადგენლის, მანანა სანაძის ინფორმაციით კი, მეორადი ჩარიცხვები ამ ეტაპისთვის ტექნიკურადაც კი შეუძლებელია.


"პარასკევს რეგისტრაციას ვასრულებთ, ორშაბათიდან უკვე სასწავლო პროცესი იწყება, სემინარები და გაცნობითი პროცედურები და მეორადი ჩარიცხვები ტექნიკურად შეუძლებელია. გამოდის, რომ 2 200 სტუდენტი გვყავს და 300 სტუდენტის გამო მათ პრობლემები უნდა შევუქმნათ", - განაცხადა მანანა სანაძემ.


შეხვედრა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 11:00 საათზე დაიწყო და ერთ საათს გაგრძელდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი